მამაკაცმა საკუთარი გატაცება გაითამაშა, რათა მეუღლისთვის ფული გამოეტყუებინა

27 სექტემბერი, 2019 22:27 უცხოეთის ამბები


 


წყარო: РИА новости

 

ჩინეთის პროვინცია გუანდუნის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, გვარად ხუანი, რომელმაც აზარტულ თამაშებში თანხა წააგო და გადაწყვიტა, თავისივე გატაცება გაეთამაშებინა და თანხა ცოლისთვის გამოეტყუებინა, წერს გაზეთი Beijing News.

ინციდენტი ჩჟუნშანის ოლქში მოხდა. ხუანმა მთელი ფული აზარტულ თამაშებში წააგო და გადაწყვიტა, საკუთარი გატაცება გაეთამაშებინა და დანაკარგი ცოლის საშუალებით აენაზღაურებინა. "გატაცება" რომ რეალისტიკური გამოსულიყო, ხელ-ფეხი შეიკრა და პირიც დაიხშო, ვიდეო და ფოტოები კი ცოლს გაუგზავნა, გამოსასყიდის მოთხოვნით.

პანიკაში ჩავარდნილმა ქალმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. პოლიციელებმა გამოძიება ჩაატარეს და "გატაცებული" დააკავეს. მან აღიარა, რომ თავადვე მოაწყო საკუთარი გატაცება. შედეგად მამაკაცს ადმინისტრაციული 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და 500 იუანის (დაახლოებით 70 დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.


ბოლო სიახლეები