ერნესტ ჰემინგუეის დღემდე უცნობი მოთხრობა გამოქვეყნდა

4 ივნისი, 2020 17:50 უცხოეთის ამბები



ჟურნალმა New Yorker ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეის ამ დრომდე უცნობი მოთხრობა გამოაქვეყნა.

ისტორიას ჰქვია "დევნა, როგორც ბედნიერება" (Pursuit As Happiness). ნაწარმოების მთავარი გმირი, სახელად ერნესტ ჰემინგუეი მეგობრებთან ერთად უზარმაზარი მარლინის დაჭერას ცდილობს.

მოთხრობის სიუჟეტი ეხმაურება მწერლის ცნობილი ნაწარმოების - "მოხუცი და ზღვა" მოვლენებს, რომელიც პირველად 1952 წელს გამოიცა. ხელნაწერი მწერლის შვილიშვილმა, შონ ჰემინგუეიმ იპოვა ჯონ ფ. კენედის ბიბლიოთეკა-მუზეუმში, რომელიც ბოსტონში მდებარეობს.

ცნობისათვის: ერნესტ მილერ ჰემინგუეი - ცნობილი ამერიკელი მწერალი, ლიტერატურაში 1954 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები, მაგალითად, "ვის უხმობს ზარი", "მშვიდობით, იარაღო!", "მოხუცი და ზღვა" მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მსოფლიო ლიტერატურის მონაპოვრად არის აღიარებული.

ჰემინგუეი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა. სამხედრო კორესპონდენტის რანგში იყო ჩართული ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ფრენებში და აღწერდა მოკავშირეების გადმოსხმას ნორმანდიაში. 1944 წლის აგვისტოში ამერიკულ ჯართან ერთად შევიდა პარიზში. მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო ბრინჯაოს ვარსკვლავით.


წყარო




აშშ

ბოლო სიახლეები