თბილისის ციფრულ სივრცეში გუსტავ კლიმტის გამოფენაზე სტუმრობა უფასოა

22 ივნისი, 2020 14:53 კულტურა



თბილისის ციფრულ სივრცეში ხვალ გუსტავ კლიმტის გამოფენაზე სტუმრობა უფასოა. მუზეუმი ამასთან დაკავშირებით "ფეისბუკის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. წელს მუზეუმმა ვერ გიმასპინძლათ კარანტინის გამო და ვერ ჩავატარეთ დაგეგმილი ღონისძიება.
ამიტომ სამშაბათს, 23 ივნისს მუზეუმში სტუმრობა მთელი დღის განმავლობაში 11:00 დან 21:00 მდე უფასოა ყველა სტუმრისათვის. დაგვიანებით აღვნიშნოთ ერთად მუზეუმების დღე.
გელოდებით ყველას, ვისაც გიყვართ მუზეუმი და კლიმტის გამოფენა".





ბოლო სიახლეები