იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისთვის „იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართება

7 ივლისი, 2020 16:19 პოლიტიკა





2020 წლის 8 ივლისს, რომის დროით 11:00 სთ-ზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს FB გვერდზე, პირდაპირი ჩართვის ფორმატში გაიმართება „იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის“ პრეზენტაცია.

გზამკვლევი პრაქტიკული სახელმძღვანელოა იტალიაში მცხოვრები ქართველი მიგრანტებისთვის და მოიცავს დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის ვიზა, ბინადრობის ნებართვა და მისი მოპოვება, სოციალური დაცვა, დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, ჯანდაცვა და ა.შ.

პრეზენტაციას გაუძღვებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და „მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასასრულს, მიგრაციის და ბინადრობის საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს იტალიის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენელი.

„იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი“ შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENIGMMA 2 პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ICMPD.“


იტალია

ბოლო სიახლეები