შვეიცარიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვრები დღეს გახსნა

20 ივლისი, 2020 14:54 პოლიტიკა





შვეიცარიის საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს:

"შვეიცარიამ საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დღეს გახსნა.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე.

შვეიცარიაში შემოსვლისათვის გასათვალისწინებელია როგორც ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ფარგლებში მოგზაურობისათვის დადგენილი მოთხოვნები: დაზღვევა, სამოგზაურო ბილეთები, ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტები/მტკიცებულებები, სამგზავრო დოკუმენტები მინიმუმ 6 თვის მოქმედების ვადით, სასწავლო დაწესებულების მოწვევა და ა.შ., ისე, განსაკუთრებული მოთხოვნები, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის პირობებში მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში დადგენილ საკარანტინო წესებს. იხ. შესაბამისი საინფორმაციო ბმულები, მათ შორის მაღაი რისკის ქვეყნების სია, რომელიც მუდმივად იცვლება სიტუაციაზე დაკვირვებით:

https://www.sem.admin.ch/sem/en/home/aktuell/aktuell/einreisebeschraenkungen-drittstaaten.html





შვეიცარია

ბოლო სიახლეები