დაზუსტდა პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლის განახლების თარიღი

21 ივლისი, 2020 17:05 ეკონომიკა & ბიზნესი





საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Air France-ს შორის. წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

• პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) - თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
• თბილისი - პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.

რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

Photo: Air France corporate

წყარო:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

საფრანგეთი

ბოლო სიახლეები