„არტ გენის“ სტუმრებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება

22 ივლისი, 2020 14:58 კულტურა






23-დან 26 ივლისის ჩათვლით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ხალხური ყოფისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახალხო ფესტივალი „არტ გენი“ ჩატარდება.

ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის კუს ტბის გზის დასაწყისიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს.

ავტობუსები სტუმრებს 11:00-დან 23:00 საათამდე, არსებული ტარიფით - 50 თეთრით მოემსახურებიან.

ბოლო სიახლეები