ბერლინი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

23 ივლისი, 2020 13:15 ეკონომიკა & ბიზნესი




ავიაკომპანია Myway Airlines განცხადებას აქვეყნებს:

"გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვები დაიწყო!

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, Myway Airlines გერმანიის მიმართულებით ფრენას 25 ივლისს განახორციელებს.

ბერლინი გამოფრენა 15:00-20:40 ჩამოფრენა თბილისი

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://mywayairlines.com/ka/382/FAQ-%26amp%3B-Help

გერმანია

ბოლო სიახლეები