სამშობლოში არაორგანიზებულად დაბრუნების მცდელობამ ურთულესი პრობლემები გამოიწვია - საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში

23 ივლისი, 2020 14:09 პოლიტიკა




საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში განცხადებას აქვეყნებს:

"საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

ბოლო დღეებში, აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „წითელი ხიდის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შექმნილი არაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე, კერძოდ, აზერბაიჯანის ტეროტორიაზე დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ, მოქმედი რეგულაციების გვერდის ავლით, საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციის გარეშე, შეუთანხმებლად და არაორგანიზებულად სამშობლოში დაბრუნების მცდელობამ გამოიწვია ურთულესი პრობლემები, როგორც ლოგისტიკური თვალსაზრისით ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების კუთხითაც.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ ქვეყანაში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდებთ, რომ სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მკაცრად დაიცვათ მოქმედი რეგულაციები და მჭიდროდ ითანამშრომლოთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესის გაგრძელების, ორგანიზებულად და უსაფრთხოდ ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია საელჩოში.

საკონტაქტო ტელეფონები: 050 250-07-10 (ცხელი ხაზი)
012 497-45-60

აზერბაიჯანი

ბოლო სიახლეები