გერმანიაში წასვლის მსურველი სტუდენტებისთვის ჩარტერული რეისი 11 აგვისტოს შესრულდება

6 აგვისტო, 2020 14:51 განათლება

 




საქართველოს საელჩო გერმანიაში განცხადებას აქვეყნებს:

"თუ ხარ:

 საქართველოს მოქალაქე
 მოქმედი სტუდენტი საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში
 გაქვს სამუშაო მოწვევა / კონტრაქტი გერმანიაში

 შეგიძლია ისარგებლო პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დადგენილი მეორე ჩარტერული რეისით, თბილისი–ბერლინი–თბილისი.

ფრენა: 11 აგვისტო

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არაუმეტეს 199 ევროსი.

 დაინტერესების შემთხვევაში, 7 აგვისტოს ჩათვლით, ღამის 12:00 საათამდე, შეავსე მოცემული სარეგისტრაციო ფორმა სრულად:

youthagency2019.typeform.com/to/U2OYPrcx

დეტალებზე დაგვიკავშირდი: 032 2 305 165 / 032 2 305 185


წყარო:

Embassy of Georgia to the Federal Republic of Germany

გერმანია

ბოლო სიახლეები