ციტრუსებისთვის ნაკვეთის დაგეგმვა და ნერგების დარგვა

30 ნოემბერი, 2020 18:09 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🍊 ვაკე ადგილებსა და 15 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე მთლიანი დამუშავებისას მცენარეები ირგვება სწორკუთხოვნად. მანდარინისა და ლიმონისათვის მცენარეთა შორის მანძილი 2 - 2.5 მეტრი, ფორთოხლისათვის და გრეიპფრუტისათვის 3 - 3,5 მეტრი, მწკრივთაშორის მანძილი 4 - 5 მეტრი.

🍊 მანდარინის ნაგალა ფორმებისათვის კვების არე შესაძლებელია 2x3 მ-მდე შემცირდეს. ასეთი განლაგებისას ერთ ჰექტარზე ეტევა: მანდარინი უნშიუ 10 000 ძირი, ფორთოხალი 750-800 ძირი, მეირის ჯიშის ლიმონი 1200 ძირი, საადრეო-ნაგალა მანდარინი 2000 ძირი, ტერასებზე მცენარეთა შორის მანძილი ჰორიზონტალურად განლაგებულ მწკრივებში დაახლოებით იგივეა.

🍊 ციტრუსოვანთა ნერგი მუდმივ ადგილზე შემოდგომაზე 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ირგვება, გაზაფხულზე 25 მარტიდან აპრილის ბოლომდე.

🍊 დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ ორმოს (30-40 სმ) მასში შეაქვთ 10-12კგ. გადამწვარი ნაკელი ან ტორფნაკელიანი კომპოსტი, სუპერფოსფატი 50 გ; მჟავე ნიადაგებში სასურველია დამატებით შევიტანოთ 1 კგ. დეფეკაციური ტალახი.

🍊 დარგვის წინ - თუ ნერგი ღია გრუნტშია გამოყვანილი - ფესვებს წინასწარ ამოავლებენ წუნწუხში, ასწორებენ ორმოში დასარგავად და მიწას მოაყრიან. თუ ნერგი პოლიეთილენის პარკებშია გამოყვანილი, დარგვის წინ ფრთხილად შემოაცილებენ პარკს, ნერგს მიწის კომით მოათავსებენ ორმოში, შემოაყრიან მიწას, მოტკეპნიან და მორწყავენ, სასურველია მულჩირება.

🍊 თითოეული ნერგი აიკვრება ჭიგოზე.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები