მედიასაშუალებები WhatsApp-ის მუშაობაში დაფიქსირებულ შეცდომაზე წერენ

18 სექტემბერი, 2019 01:52 ტექნოლოგიები


 


წყარო: РИА новости

 

პორტალი The Hacker News-ი იუწყება, რომ მესინჯერ WhatsApp-ის მესინჯერში გაგზავნილი ფოტოების წაშლისას შეცდომა ფიქსირდება.

გამოცემის ინფორმაციით, ფუნქცია "წაიშალოს ყველასთან" არაკორექტულად მუშაობს, თუ მომხმარებელს აპლიკაციის საბაზისო პარამეტრები აქვს დაყენებული. ამ შემთხვევაში ყველა გაგზავნილი ფოტო ტელეფონის მეხსიერებაში ინახება, წაშლა გზავნილს მიმოწერის ისტორიიდან გააქრობს, თუმცა ფაილი მოწყობილობის მედიათეკაში მაინც რჩება.

ეს შეცდომა მხოლოდ iOS-ის ოპერაციული სისტემიანი მოწყობილობების მუშაობისას ვლინდება. Android-ის სისტემის სმარტფონებში აღნიშნული ფუნქცია სათანადოდ მოქმედებს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიაში შეცდომის გასწორებაზე უარი თქვეს. WhatsApp-ში ამას ხსნიან იმით, რომ ფუნქციის "წაიშალოს ყველასთან" მთავარი ამოცანაა, უპირველესად, ტექსტური შეტყობინებების წაშლა თავად აპლიკაციიდან და ეს მედიაფაილებს არანაირად არ ეხება.

 


ბოლო სიახლეები