სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

21 აგვისტო, 2019 16:36 საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს  მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა  შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა. მათგან 17 დაჯარიმდა - 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით  განადგურება, რასაც  ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს.

ბოლო სიახლეები