ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

9 აგვისტო, 2020 00:18 ეკონომიკა & ბიზნესი


საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას აქვეყნებს:

"გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს, ბერძნული ავიაკომპანია - Aegean Airlines ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 20 აგვისტო, ათენი – თბილისი (გაფრენა საბერძნეთის დროით 23:30, თბილისში ჩაფრენა 21 აგვისტოს საქართველოს დროით 03:20);
• 21 აგვისტო, თბილისი – ათენი (გაფრენა საქართველოს დროით – 04:10, ჩაფრენა საბერძნეთის დროით 06:05).
ავიაბილეთებთან და სხვა დამატებით საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ Aegean Blue-ს ოფისს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: 2 907090
Viber: +995514901199
ელ. ფოსტა: a3tbilisi@gmail.com.
სამუშაო საათები (საქართველოს დროით) 10.00-19.00
შაბათ-კვირა: 11.00-16.00 
https://www.facebook.com/Aegean-Blue-141614029305706/


წყარო:

საქართველოს საელჩო საბერძნეთში/Embassy of Georgia to the Hellenic Republic



საბერძნეთი

ბოლო სიახლეები