აჯიკა სტაფილოთი

11 სექტემბერი, 2020 21:08 კულინარის ბლოგი


აჯიკა სტაფილოთი


 მასალა:

პომიდორი - 1 კგ

ხახვი - 1 თავი

ნიორი - 1 თავი

სტაფილო - 3 ცალი (მოზრდილი)

ვაშლი - 1 ცალი

წითელი ცხარე წიწაკა - 5-6 ცალი (თუ ცხარე კერძების მოყვარული ხართ - მეტიც)

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 კგ

ზეთი - ნახევარი ჩაის ჭიქა

მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა - გემოვნებით


 რამდენი დიასახლისი ჩაილაპარაკებს ახლა: რა უნდა სტაფილოს აჯიკაშიო... რასაკვირველია - კლასიკურ აჯიკაში სტაფილოსა თუ ჭარხალს არაფერი ესაქმება. მაგრამ ფაქტია, რომ განსხვავებული გემოსა და კონსისტენციის მქონე გემრიელ საწებელს თავისი დამფასებლები ჰყავს

მაშ ასე - ექსპერიმენტების მოყვარულნი ვიწყებთ!


 მომზადება:

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ვაშლი და სტაფილო. დადგით ცეცხლზე და ხარშეთ ნახევარი საათი. ამასობაში დანაყეთ ან წვრილად დაჭყლიტეთ ნიორი, მანქანაში გაატარეთ ცხარე წითელი წიწაკა. ჩაამატეთ ქვაბში და ჩაასხით ზეთი. ხარშეთ კიდევ 15 წუთი. შეანელეთ მარილით, ქინძით, უცხო სუნელითა და ზაფრანით. 5 წუთში გამორთეთ (განსაკუთრებით ფრთხილებმა ამ დროს ჩაუმატეთ 2 აბი დაფქული ასპირინი). ცხელ-ცხელი ჩაასხით მდუღარეგამოვლებულ ქილებში და დაახურეთ ასევე დამდუღრული ხრახნიანი თავსახურები. გადმოაბრუნეთ ქილები, შეფუთეთ და ასე დატოვეთ გაცივებამდე.

 P. S. სანელებლები ამ აჯიკას სჭირდება მინიმალური რაოდენობით. განსაკუთრებით ეცადეთ, უცხო სუნელი არ მოგივიდეთ ზედმეტი. შეგიძლიათ სანელებლები არც დაუმატოთ - ბოსტნეულის გემოს უფრო გამოკვეთილად შეიგრძნობთ და მარტივ, მაგრამ მაინც გენიალურ ვერსიას მიიღებთ.

 გემრიელად მიირთვით!

თუ მოგეწონათ რეცეპტი და მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                                  მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                                



კულინარია

ბოლო სიახლეები