საქართველოდან 1000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

2 ივლისი, 2019 16:20 ეკონომიკა & ბიზნესი

 მიმდინარე წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან 1000 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას საბითუმო ფასი, მინიმალური 0.7 ლარი, ხოლო მაქსიმალური 1.5 ლარია.

ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ექსპორტიორებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საქართველოში ატმის მოსავლის აღება დაგვიანებით დაიწყო, რამაც განაპირობა ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 2,000-ზე მეტი ტონა.

ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.

ბოლო სიახლეები