საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა

3 ივლისი, 2019 12:06 ეკონომიკა & ბიზნესი

„მცირე ბიზნესის მხარდაჭერა არის ჩვენი პრიორიტეტი და ძალიან სასიხარულოა, რომ ამის აღიარება კიდევ ერთხელ მოხდასაერთაშორისო დონეზე“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსში პირველ პოზიციაზე დასახელდა.

 

„OECD-მ  კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო არის ლიდერი მცირე ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისმიმართულებით. ასევე მსურს ძალიან დიდი მადლობა  გადავუხადო  ევროკავშირს, რადგან მათ შორის, მათი პროგრამებისდახმარებით ხდება  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ჩვენ ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ“ - აღნიშნა ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგშისაქართველომ 12 ინდიკატორიდან 9 ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებითქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.

 

აღნიშნული ინფორმაცია გამოცხადდა OECD-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საფრანგეთის ქალაქპარიზში გაიმართა და მას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო დელეგაციები დაესწრნენ. საქართველოსდელეგაციას წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დასააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

 

ბოლო სიახლეები