სოფელ ხანჯიგაზლოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გაიხსნა

27 სექტემბერი, 2019 13:50 ეკონომიკა & ბიზნესი



აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა, ,,სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა სოფელ ხანჯიგაზლოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს.
მშენებლობა განახორციელა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“. აშენდა 7400 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.

გაზიფიცირების სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა მიეცა სოფელ ხანჯიგაზლოში მცხოვრებ 127 ოჯახს. დღეის მდგომარეობით ქვემო ქართლში ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 117 200-ზე მეტი ოჯახი.

შოთა რეხვიაშვილმა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, კიდევ უფრო მეტად, აძლიერებს და ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.


მარნეული

ბოლო სიახლეები