ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა

3 ივლისი, 2019 12:09 ეკონომიკა & ბიზნესი


2019 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში  40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ღვინოა ექსპორტირებულირაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულებ 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,  რაც2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 9%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 88% (354874 ბოთლი), ჩინეთი - 19% (3554127) და პოლონეთი - 16% (1821802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 120% (55908), ლიეტუვა - 68% (315306), მონღოლეთი - 68% (146892), ბელარუსი - 32% (889002), ისრაელი - 20% (131184), კანადა - 12% (83220), გერმანია - 11% (317771), ესტონეთი - 11% (326966), რუსეთი - 6%, (25582447), მოლდოვა - 3618% (263210 ) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25582447), უკრაინა (3752488), ჩინეთი (3554127), პოლონეთი (1821802) და ყაზახეთი (1656318). 

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 7304286 ბოთლი, “მუკუზანი“ – 2328699, „წინანდალი“ - 1829563, ახაშენი - 750244, „ხვანჭკარა“ – 480890 და ა.შ.

6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 229-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთანმსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 12,6 მლნ ბოთლი (0,5 ბრენდირაც 50%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 27,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 62%). მსოფლიოს 23  ქვეყანაში ექსპორტირებულია 238 ათასი ბოთლი (0,5 ჭაჭაექსპორტის ზრდამ 34შეადგინაჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 633,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 20%).


ღვინო

ბოლო სიახლეები