მკვლევართა დასკვნით, ფრუქტოზა ღვიძლისთვის მავნებელია

2 ოქტომბერი, 2019 13:23 მედიცინა




წყარო:  РИА новости


ბოსტონის ჯოსლინის დიაბეტის ცენტრის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაციონში ფრუქტოზის მაღალი დონე ღვიძლს ცხიმის დაწვის უნარს უთრგუნავს.

გლუკოზის მსგავსი რაოდენობა, მეცნიერთა განცხადებით, მეტაბოლიზმის მაჩვენებლებზე ამგვარად არ მოქმედებს.

კვლევის ავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი რონალდ კანი განმარტავს, რომ "ფრუქტოზა ღვიძლს ცხიმის დაგროვებას აიძულებს. ეს თითქმის ისე მოქმედებს, როგორც რაციონში დიდი რაოდენობით ცხიმის ჩართვა. ეს კი რაციონში გლუკოზის დონის მატების ეფექტს ეწინააღმდეგება", რაც, მისი თქმით, ღვიძლს ცხიმის დაწვაში ეხმარება და, ფაქტობრივად, გაცილებით ჯანმრთელ მეტაბოლიზმს უწყობს ხელს.

კანის განცხადებით, "კვლევის უმთავრესი დასკვნა ისაა, რომ ფრუქტოზის დიდი რაოდენობით რაციონში ჩართვა მავნეა".

მეცნიერებმა კვლევისას ერთმანეთს შეადარეს ცხოველების მეტაბოლიზმზე ექვსი სხვადასხვა დიეტის ზემოქმედება. მათში გლუკოზის, ფრუქტოზისა და ცხიმის სხვადასხვა დოზის კომბინაციები გამოიყენებოდა.

მკვლევარები აკონტროლებდნენ CPT1 ფერმენტის აქტიურობას, რომელიც მიუთითებს, სწორად ასრულებენ თუ არა მიტოქონდრიები თავის სამუშაოს ცხიმის დაწვისას.

დადგინდა, რომ ცხიმისა და ფრუქტოზის მაღალი შემცველობისას ამ ფერმენტის დონე დაბალია, მიტოქონდრიებიც სათანადოდ ვეღარ მუშაობენ.

 

სასარგებლო რჩევები

ბოლო სიახლეები