ნიდერლანდებმა სახელწოდებაზე "ჰოლანდია" უარი თქვა

6 ოქტომბერი, 2019 10:54 უცხოეთის ამბები




წყარო: РИА новости


ნიდერლანდების მთავრობამ გადაწყვიტა, სახელწოდება "ჰოლანდია" მოიშოროს, იუწყება პორტალი "Adformatie".

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქვეყნის იმიჯი უნდა განახლდეს, "ჰოლანდია" კი ტურისტებში, უმთავრესად, ნარკოტიკებსა და ამსტერდამის წითელი ფარნების კვარტალთან ასოცირდება.

ახალ იმიჯს სახელწოდება "ნიდერლანდების" გარშემო ააგებენ. ის აქტიურად წარმოჩინდება საერთაშორისო ღონისძიებებზე, მაგალითად, კონკურსზე "ევროვიზია-2020".

ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებიც უარს იტყვის გულშემატკივრებისთვის ნაცნობ სახელწოდებაზე ყველა მატჩზე. რებრენდინგი შეეხება სპორტსმენებსაც, რომლებიც ნიდერლანდებს ტოკიოში "ოლიმპიადა-2020"-ზე წარმოადგენენ.


ბოლო სიახლეები