დღეს მარიამ ქობალიას სოფელ დარჩელში ჰოლანდიური ჯიშის ვარდები მოჰყავს და საკუთარი შემოსავლის წყაროც აქვს. მისი მიზანია, ბიზნესში სოფელში მცხოვრები მარტოხელა დედებიც ჩართოს. ფიქრობს რომ სოფლად ცხოვრება საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრ შესაძლებლობასაც იძლევა. ახალგაზრდა მეწარმეს იმედი აქვს მისი მაგალითი წაადგება საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებლებს და სოფლად მცხოვრები ქალებიც აქტიურად დაიწყებენ მეწარმეობას.
პროგრამა YES - Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES - Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.
წყარო: publicity.ge