ბრაზილიის ტურ-ოპერატორებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს

10 ოქტომბერი, 2019 12:46 ტურიზმი



ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის 2019 წლის 9 ოქტომბერს, ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა ქვეყანაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს.

შეხვედრის უმთავრეს მიზანს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ზოგადად ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენა წარმოადგენდა. ამ მხრივ დარგის სპეციალისტებთან გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს მასალა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ.

აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვანება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და აქცევს ოთხივე სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად.

საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.

ღონისძიების დასრულების შემდგომ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქვევრის ღვინო, ქართული ჩაი და ტრადიციული ნუგბარი.

ბოლო სიახლეები