„საქართველოს, თავისი ხანგრძლივი ღვინის ტრადიციებით, აქვს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების არაჩვეულებრივი პოტენციალი და ყოველთვის ასოცირდება ჭაჭაზე დაყენებულ თეთრ, ისევე როგორც წითელ საოცრად გამორჩეულ საფერავთან და კიდევ ვინ იცის ხუთასი ადგილობრივი ჯიშიდან რომელ ერთ ღვინოსთან,“ - წერს ცნობილი ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი ენდრიუ ჯეფორდი, რომელიც 30 წელზე მეტია ღვინის პროფესიონალი მწერალია.
ღვინის კრიტიკოსი საქართველოს მოიხსენიებს პორტგუგალიის, იტალიისა და ხორვატიის გვერდით, როგორც ჯიშობრივი დივერსიფიკაციის სამომავლო განძს და აქვე დასძენს, რომ ამა თუ იმ ჯიშის ხარისხი და სიკარგე დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ სად არის ის გაშენებული.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო