Visa-ს კავკასიის რეგიონში ახალი რეგიონული მენეჯერი ჰყავს

4 ივლისი, 2019 14:04 ეკონომიკა & ბიზნესი

დღეს Visa-მ გამოაცხადა, რომ კრისტინა დოროსი დაინიშნა Visa-ს რეგიონულ მენეჯერად კავკასიის რეგიონში. ახალ თანამდებობაზე, კრისტინა დოროსი იმუშავებს კავკასიის რეგიონში ელექტრონული გადახდების ბიზნესის ზრდის მიმართულებით, აღნიშნულ ბაზრებზე Visa-ს სამოქმედო არეალის ზრდისა და ბანკების, სავაჭრო კომპანიებისა და ბარათის მფლობელებისთვის კომპანიის სარგებლიანობის გაძლიერების მეშვეობით.

“მოხარულნი ვართ, გამოვაცხადოთ კრისტინა დოროსის დანიშვნა კავკასიის რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მართვისა და ხელმძღვანელობის დადასტურებული უნარებით, გადახდების სფეროში სიღრმისეული ცოდნითა და რეგიონული ბიზნესის კარგი ცოდნით, კრისტინა კომპანიას უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს, იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს ვანიჭებთ,” განაცხადა უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ჯგუფის რეგიონულმა მენეჯერმა ვერა პლატონოვამ.

კრისტინა დოროსს აქვს საცალო საბანკო სექტორში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა, ბარათებისა და მობილური გადახდების სფეროში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. 2016 წლიდან კრისტინამ მუშაობა დაიწყო Visa-ს რეგიონის პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელად. 2019 წლიდან კრისტინა დოროსი ახდენს ძირითადი პროდუქტების (სადებეტო, საკრედიტო და პრემიუმ პროდუქტები) ზედამხედველობას, მართავს მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და საკრედიტო გადახდების (Push Payments) მიმართულებებს, რაც, ერთობლივად, არსებით როლს ასრულებს ელექტრონული გადახდების ზრდის თვალსაზრისით. კრისტინას პროფესიული წარმატებების შესანიშნავი მაგალითებია პრემიუმ სარგებლის გაძლიერება, მუდმივ მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმის განვითარება უკრაინასა და ბელორუსიაში, მობილური SME ტექნოლოგიის ამოქმედება და ა.შ. 

„დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში Visa-ს პროდუქტების გუნდის ხელმძღვანელობის საინტერესო გამოცდილების შემდეგ, მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო Visa-ს გუნდს კავკასიის რეგიონში. ეს არის საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე შესაძლებლობა, რათა დავნერგოთ უფრო მეტი ინოვაცია და სარგებელი ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის და გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ბაზარზე, რაც  შექმნის გადახდების მომავალს და ბიძგს მისცემს ინოვაციების განვითარებას რეგიონის მასშტაბით.“ - განაცხადა კრისტინა დოროსმა.

ცნობისათვის: მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში  ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, Visa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. 

ბოლო სიახლეები