ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო "ეკონიუსი" მის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ივნისში კიდევ რამდენიმე რეისს შევასრულებთ მანამ, სანამ სრულიად გაიხსნება ტურიზმი ივლისის თვეში. დასაჯავშნად, გთხოვთ, მიმართოთ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ საიტს. განრიგი:
თბილისი-ამსტერდამი-თბილისი - 08, 15, 27 ივნისი 2020;
თბილისი-თელ-ავივი-თბილისი - 04, 11, 21, 25 ივნისი 2020.
აგრეთვე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის წესები:
საქართველოში შემოსვლა:
- საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, 14-დღიანი კარანტინის გათვალისწინებით;
- თვითიზოლაცია აიკრძალა, დაშვებულია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით (მგზავრი თავად აწყობს თვითიზოლაციას);
- სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ, გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვისა;
- კარანტინი საჭიროა მაშინაც კი, თუ მგზავრს გააჩნია კოვიდ ტესტი.
გამგზავრება საქართველოდან:
- ნებადართულია მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სადაც სრულდება რეისი;
- საქართველოს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ ცხოვრების უფლება;
- მგზავრები, რომელთაც აქვთ ტრანზიტული რეისი და უწევთ ქვეყანაში გაჩერება არაუმეტეს 24 საათისა.
იმედი გვაქვს მალე გიხილავთ ბორტზე! "