მდინარე მტკვრის დონე თბილისში ერთი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
2 ივნისს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ორთაჭალჰესზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები გაგრძელდება ერთი დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ორთაჭალჰესის ერთდღიან გაჩერებას. შედეგად, თბილისში მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“-ში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით.
ფოტო:
Tbilisi.gov.ge