საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

3 ივნისი, 2020 23:49 ეკონომიკა & ბიზნესი


საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:

"მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ერთ - ერთი ორგანიზაცია, რომელიც მოსახლეობას სესხის აღებისათვის შუამავლობას სთავაზობს, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს!

Mazilla.ge არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები.

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას".


ბოლო სიახლეები