გურიის რეგიონში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება

5 ივლისი, 2019 12:49 მედიცინა


ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გურიის რეგიონში.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გურიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ სამსახურების და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადგილობრივი წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ამირან გამყრელიემ ისაუბრა C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის, წითელას შემთხვევების, იმუნიზაცია და კერძოდ წითელა/წითურა/ყბაყურას (წწყ) არაგეგმიურ იმუნიზაციის, კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის, ტყვიის შემცველობის კვლევის საკითხებზე.

გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ შეხვედრაზე განნაცხადა, რომ მზად არიან, ხელი შუწყონ პროგრამის განხოციელებას .
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამა იწყება იმერეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებშიც.

ბოლო სიახლეები