თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონია, ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„ლიგა ენდესას“ ფინალურ მატჩში „ბასკონიამ“ „ბარსელონა“ 69:67 დაამარცხა და ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.
„ბასკონიას“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 14 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა. შენგელია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. ტიტულს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მეტ ჯენინგი დაეუფლა.