ბორდოში გამართულ კონკურსზე "Citadelles Du Vin" ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს

3 ივლისი, 2020 18:30 ეკონომიკა & ბიზნესი




საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე "Citadelles Du Vin" ქართულმა ღვინოებმა სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლები ღვინის კომპანია „შუმის“ ღვინოებს ერგო: „ბიო საფერავი ვინობიზა - 2016“, პრემიალური „მუკუზანი ვინობიზა - 2018“ და „წინანდალი იბერიული - 2018“. "შუმის" ღვინომ „ბიო საფერავი - 2016“ მიიღო სპეციალური პრიზი, როგორც საუკეთესო ქართულმა ღვინომ.
ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა "მეღვინეობა ხარებას" ღვინო „კრახუნა - 2019“.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 46 ქვეყნის საუკეთესო ღვინოებმა.
ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიოს საუკეთესო ენოლოგები, ღვინის კრიტიკოსები და ღვინის ჟურნალისტები.


წყარო:

ღვინის ეროვნული სააგენტო


ღვინო საფრანგეთი

ბოლო სიახლეები