ავიაბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი - ეკონომიკის სამინისტრო

6 ივლისი, 2020 15:26 ეკონომიკა & ბიზნესი

ივლისში დაგეგმილი სპეციალური რეისების განრიგთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

"უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air განახორციელებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას.

ბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი".

წყარო:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს ფოტო.

ბოლო სიახლეები