დოკუმენტური ფილმის პროექტი "წყალს საზღვრები არ აქვს" "კავკასიის ახალი ტალანტების" ორგზის გამარჯვებული გახდა

9 ივლისი, 2020 15:31 კულტურა





დოკუმენტური ფილმის პროექტი "წყალს საზღვრები არ აქვს" (რეჟისორი - მარადია ცაავა, პროდიუსერები - მარიამ ჭაჭია, ლუჩიანო გლორ) "კავკასიის ახალი ტალანტების" (NEW TALENTS CAUCASUS) ორგზის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მარადია ცაავა მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე Cinéma du réel და Doclisboa, სადაც რეჟისორს შესაძლებლობა ექნება ინდუსტრიულ პროგრამებში წარადგინოს პროექტი.

დოკუმენტური ფილმის პროექტს "წყალს საზღვრები არ აქვს" უკვე მიღებული აქვს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება. იგი ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა. ფილმი ამჟამად პოსტ პროდუქციის ეტაპზეა და მას მაყურებელი 2021 წელს იხილავს.


წყარო:

GNFC - Georgian National Film Center


კინო

ბოლო სიახლეები