თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით რეისებს „ეარ ფრანსი“ აგვისტოდან შეასრულებს

21 ივლისი, 2020 14:58 ეკონომიკა & ბიზნესი





აგვისტოს დასაწყისიდან ავიაკომპანია „ეარ ფრანსს“ თბილისი-პარიზის მიმართულებით  კვირაში ორი სიხშირით შეეძლება რეისების შესრულება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.

„შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამის შესახებ კომპანიასაც ეცნობება. ფრენების დაწყების ზუსტ თარიღს თავად კომპანია გადაწყვეტს. „ეარ ფრანსის“ რეისები  პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში შესრულდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები „ეარ ბალტიკთან“, რომელმაც რეგულარული რეისები უნდა შეასრულოს რიგა-თბილისის მიმართულებით და ამაზეც გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული.

საფრანგეთი

ბოლო სიახლეები