მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება უკვე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზეც შესაძლებელია

23 ივლისი, 2020 12:41 ეკონომიკა & ბიზნესი





მიზნობრივი დანიშნულების ცვლილება უკვე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზეც არის შესაძლებელი. აქამდე მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს შეიძლებოდა შეცვლოდა დანიშნულება.
 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში.
ხოლო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა დასაშვებია, თუ დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი ამ მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.
 დეტალურ ინფორმაციას გაეცანით საკონსულტაციო ბარათში: https://napr.gov.ge/p/952


წყარო:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო


ბოლო სიახლეები