ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისები აგვისტოშიც შესრულდება

23 ივლისი, 2020 14:45 ეკონომიკა & ბიზნესი




სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

"ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

• 1 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
• 2 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 3 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 8 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 9 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 10 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 15 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 17 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 22 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 23 აგვისტო, თბილისი - ვენა - თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
• 29 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
• 31 აგვისტო, თბილისი - ამსტერდამი - თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა დღეს, 23 ივლისს მიენიჭა.

Photo: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA

ბოლო სიახლეები