მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

3 აგვისტო, 2020 14:50 განათლება




დღეს, 16:00 საათიდან გამოქვეყნდა მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი.

პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.



წყარო:


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 




ბოლო სიახლეები