როგორ გავაშენოთ ხურმის ბაღი

11 აგვისტო, 2020 21:11 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA


🍑 ხურმის ბაღის ვაკე ადგილზე გაშენებისას ნიადაგი უნდა დამუშავდეს 40-45სმ.სიღრმეზე. ფერდობ ადგილებზე ნიადაგი მუშავდება ზოლებად, ჰორიზონტალური მიმართულბით, ხოლო 150- ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ეწყობა ტერასები.

🍑 ხურმის ბაღის გასაშენებლად მცენარეთა შორის მანძილი იცვლება ხის ზრდის სიძლიერის მიხედვით. ძლიერად მოზარდი ჯიშებისათვის, როგორიცაა: ჰაჩია, ტამოპანი, კონსტანტა და ფუიე 6ხ8მ. მცენარეთა შორის, ხოლო 8ხ10მ. რიგებს შორის. დანარჩენი ჯიშებისათვის მიღებულია 5ხ6 მეტრი. ფერდობებზე და მწირ ნიადაგებზე დარგვა შეიძლება მოხდეს უფრო ჩახშირებულად.

🍑 მცენარეთა დარგვა წარმოებს შემოდგომით ან გაზაფხულზე. დასარგავად მონიშნულ წერტილებში იღებენ 40სმ. სიღრმისა და 30-35 სმ. სიგანის ორმოს. ორმოში ყრიან ნაკელს ან ტორფკომპოსტს 10-12 კგ. ასევე ფოსფორის(150გრ.) და კალიუმის (100გრ.) ნარევს. ყველა კომპონენტს ნიადაგთან ერთად აურევენ.

🍑 დასარგავად გამოყენებული უნდა იქნეს სანერგეში ახლად მოთხრილი სტანდარტული ნერგები. ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს დაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.

🍑 ყველა ცვალებადი ჯიშისა და ხურმის იმ კონსტანტური ჯიშებისათვის, რომელთა განაყოფიერებისათვის საჭიროა დამამტვერიანებელი, ყოველი მერვე ხის რიგში დარგული უნდა იქნეს დამამტვერიანებელი ჯიშები, რომლებსაც მუდმივი მამრობითი ყვავილები ახასიათებს (გეილეი, დამამტვერიანებელი, ზენჯი მარუ).

🍑 ბაღების გაშენების შემდეგ ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიდაც ნაჩვენებია: გაშენების წელი, ჯიშობრივი შედგენილობა, გაშენების სიხშირე, ნიადაგის ტიპი და სხვა მაჩვენებლები. ასევე ფერმერი ვალდებულია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალში ყოველწლიურად შექონდეს: ბაღის მოსავლიანობა, განოყიერების სისტემა, ვარჯის გასხვლა-ფორმირება.


სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/xurma_12_gv.pdf


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები