როგორ ვებრძოლოთ ვაზის დაკუტვას ბიოვენახში

11 აგვისტო, 2020 22:16 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა







წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA


გავრცელება: საქართველოში ცნობილია რამდენიმე სახელით - დაკუტვა, მარაოსებრი გადაგვარება, მუხლთაშორისების დამოკლება, ჩურფ-ნოუე.

🍇 სიმპტომები: დაავადების გავრცელების დროს ფოთლები მარაოსავითაა გაშლილი, დეფორმირებულია, ზევით მიმართული და დახუჭუჭებულია. აშკარად შეინიშნება ჩვეულებრივი და გაყვითლებული მოზაიკური და მსხვილლაქიანი არშიები. ძარღვები გამოკვეთილია რგოლური და ხაზობრივი ლაქებით. დასენიანებული მცენარე ზრდაში ჩამორჩება, უვითარდება მცირე რაოდენობის, მომცრო ზომის მტევნები, რაც თავისთავად მოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას უწყობს ხელს. ყურძენი შედარებით გვიან მწიფდება. ზოგჯერ (ჯიშების მიხედვით) დანაკარგი 80%-ს შეადგენს.

🦠 გამომწვევი: ვირუსი.

⚠️ ხელშემწყობი პირობები: დაავადების ძირითადი გადამტანია ნიადაგში მცხოვრები ნემატოდები, რომლებიც აინფიცირებენ ვაზს.

 კონტროლი: საღი სანამყენე და საძირე მცენარეების შერჩევა; უვირუსო სარგავი მასალის მიღება; ნემატოდებთან ბრძოლა; დაავადებული ეგზემპლარების დროულად ამოძირკვა.

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                





ყურძენი

ბოლო სიახლეები