ჯვარი - თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

11 აგვისტო, 2020 22:30 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა






წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

ჯვარი - თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია

🌍 წარმოშობა: ქართლი

🍷🍷 ევროპული წესით დაყენებული ღვინო არის ქარვისფერი, საკმაოდ სხეულიანი და სასიამოვნო გემური თვისებების.

🍇 შერეული სახით გავრცელებული იყო სამგორის, მცხეთის, კასპის და ბოლნისის ვენახებში.

☘️ ყვავილი მდედრობითი სქესისაა.ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებით. ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, გულისებური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული ჯაგრისებურად, რაც ძარღვების გასწვრივ ჭარბობს.

🍇 მტევანი ძირითადად საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის, გვხვდება ზოგჯერ თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, კანი შედარებით თხელი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, საკმაოდ ტკბილი გემოთი.

🍇 სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ შეადგენს 160-163 დღეს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონაა 150-170 გრამი. ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 18-22% - ს, მჟავიანობა 7-9გ/ლ - ს.


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ყურძენი

ბოლო სიახლეები