როგორ გავამრავლოთ პეკანი თესლით

12 აგვისტო, 2020 15:45 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





☘️ პეკანის გამრავლება შესაძლებელია თესლით და ვეგეტაციური წესით. მსოფლიოში გამრავლების ფართოდ მიღებული ხერხია თესლით გამრავლება.

☘️ გამრავლებისათვის თესლი უნდა ავიღოთ სადედე მცენარეებიდან. სადედე მცენარედ უნდა შეირჩეს საუკეთესო ფორმის (ჯიშის) მცენარე. სადედე ხე უნდა აკმაყოფილებდეს ჯიშისათვის დამახასიათებელ ყველა დადებით თვისებებს.

☘️ დასათესად გამოიყენება ახალი თესლები. მოკრეფილი თესლი უნდა განთავისუფლდეს რბილობისაგან და გაშრეს ჩრდილში. სასურველია ახლადდაკრეფილი თესლის 1-2 დღით მზეზე გაშრობა, რომელიც აძლევს ნაჭუჭს უფრო ნათელ შეფერვას და იცავს სოკოვანი დაავადებებისაგან.

☘️ თუ სანერგეში კაკლის თესვა მიმდინარეობს შემოდგომით, მაშინ თესლი არავითარ წინასწარ დამუშავებას არ საჭიროებს. გაზაფხულზე თესვისათვის კი საჭიროა თესლის განსაკუთრებული შენახვა ან სტრატიფიკაცია. შეიძლება სტრატიფიკაციის გარეშე თესლი შევინახოთ კარგად განვითარებულ სარდაფში 12-14 გრადუს ტემპერატურაზე, ხოლო თესვის წინ დავალბოთ წყალში 2-4 დღის განმავლობაში. გაღვივების მაღალ მაჩვენებლებს იძლევა თესლის ბიორაგბის დაბალკონცენტრირებულ ხსნარში დალბობა 12 საათის განმავლობაში.

☘️ სანერგეში კაკლის თესვა მიმდინარეობს კარგად გაფხვიერებულ კვლებში 5-7 სმ.სიღრმეზე. ერთმანეთისაგან 10-15სმ-ის დაცილებით. თესვისას რეკომენდებულია კაკლის წვეროს გვერდულად მოთავსება. სანერგეში მწკრივებს შორის მანძილი 1 მ-ია.

☘️ გვიან შემოდგომით ნათესი კაკალი ადრე გაზაფხულზე იწყებს აღმოცენებას და ვეგეტაციის ბოლოსათვის 20 25სმ.სიმაღლეს აღწევს.

☘️ მუდმივ ადგილზე გადასარგავად ნერგის სიმაღლე სასურველია იყოს 80-100სმ-ზე მეტი, ღეროს დიამეტრი 7-8 სმ. ანუ დათესვიდან მე-3 წელს ნერგების 50-60% სტანდარტულია.

☘️ ასევე პრაქტიკაში პეკანის გასაშენებლად იყენებენ მუდმივ ადგილზე ბუდობრივ თესვას 2-3 კაკალი ერთ ბუდნაში. ბუდნა კარგად მოიტკეპნება და დაესობა სარი

.🧑‍🌾 სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/pekani_8_gv.pdf

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები