ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია

29 ივნისი, 2019 14:59 ეკონომიკა & ბიზნესი

მოსავლის აღების მიმდინარე პროცესის ადგილზე გასაცნობად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. 

 

„ფერმერებს მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნებათ. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, გასული წლის მსგავსად, ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. აღნიშნულ პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

მინისტრის მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყშიც იმყოფებოდა, სადაც  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის სამაცივრო მეურნეობის მუშაობის პროცესს გაეცნო.

 

დღეის  მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული  ატმისა და ვაშლატამას რაოდენობამ 79.6 ტონა შეადგინა. ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების  დაკავშირების მიმართულებებით.


ბოლო სიახლეები