🍓 მარწყვის თანამედროვე პლანტაციებში ყველაზე მეტად მიღებულია მარწყვის დარგვა შემაღლებულ ბაზო-კვალზე ("ბედი"), ამ ტექნოლოგიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილებია: დამულჩვა პოლიეთილენის სამულჩე მასალის გამოყენებით, წვეთოვანი სისტემა და ფერტიგაციის აპარატი, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს წყლითა და საკვები ნივთიერებებით. ტრადიციული სისტემისგან განსხვავებით, აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს სარეველებისა და დაავადებების უკეთეს კონტროლს. ასევე საშუალებას იძლევა დავიცვათ მარწყვის ნაყოფები მიწით და ტალახით დაბინძურებისაგან.
🍓 აღნიშნული დარგვის სისტემის გამოყენებისას მცენარეები ირგვება ერთ ან უპირატესად ორ რიგად, (ზოგჯერ 3-4 რიგად) ერთ შემაღლებულ კვალზე.
🍓 შემაღლებული კვალის სასურველი ზომებია: სიმაღლე 20 - 30 სმ, სიგანე 35 - 50 სმ, კვლების შუაწერტილებს შორის დაშორება 1,1 - 1,3 მეტრი.
🍓 ორმწკრივიანი სისტემის შემთხვევაში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 25 - 30 სმ-ს, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი - 15- 20 სმ-ს. დარგვა ამ დროს ჭადრაკული წესით ხდება.
🍓 ერთმწკრივიან რიგში მცენარეებს შორის მანძილი შეადგენს 15 - 20 სმ-ს. საშუალოდ ერთ გრძივ მეტრზე ირგვება 5 - 7 მცენარე.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"