ცოლიკოური - თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

17 აგვისტო, 2020 10:16 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა







ცოლიკოური - თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
🌍 წარმოშობა: იმერეთი
♻️ სინონიმები: ობჩური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, ქვემოური ცოლიკოური.
🍷 ცოლიკოურის ყურძნისგან მზადდება ადგილობრივი და ევროპული ტიპის მეტად მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები. ცქრიალა და სადესერტო ღვინოები, საუკეთესო ღირსების საბრენდე სპირტი, ჭაჭა, ბადაგი, ფელამუში, მისგან ამზადებენ იმერულ ჩურჩხელას.
🍇 ცოლიკოურს, დაკავებული ფართობის მიხედვით, რქაწითლის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში. ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგი გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, შუა აზიის რესპუბლიკებში. ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.
☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. გვხვდება ხუთნაკვთიანი ან სრულიად დაუნაკვთავი ფოთლებიც. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია.
🍇 მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან განივ - კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, განტოტვილი ან უფორმო, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. რბილობი წვნიანი და ხორციანია, საშუალო სიმკვრივის, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
👩‍🌾👨‍🌾 სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 184 - 193 დღეა. მტევნის წონა 150 - 160 გრამია. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20 - 25%-ს, მჟავიანობა 7.5 - 9.5 გ/ლ.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                




ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები