☘️ დარგვის შემდეგ 15 აპრილიდან 1 სექტემბრამდე ვაკე ადგილებზე წარმოებს დარგული მწკრივების 2 მ. სიგანის ზოლების დამუშავება 3-4 ჯერ ხელით. რიგთაშორისებში კი ტარდება კულტივაცია. ფერდობ ადგილებზე ყველა ოპერაცია ხელით ტარდება. შტამბის ირგვლივ 50 სმ. მცენარის ახლოს სარეველები ხელით უნდა მოცილდეს და ნიადაგი ფრთხილად გაფხვიერდეს.
☘️ დარგვის მეორე-მესამე წელს ნიადაგის გამკვრივებასთან ერთად მცენარის ირგვლივ 8-10 სმ სიღრმეზე უნდა შემოიბაროს. ამ პერიოდში აუცილებელია ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა.
☘️ ახალგაზრდა პლანტაციის რიგთაშორისებში 1-5 წლამდე ითესება შემოდგომა-ზამთრის ან ზაფხულის სიდერატები, თესვა წარმოებს მცენარის შტამბიდან 60-70 სმ-ის დაშორებით. სასურველია სიდერატების ნიადაგში ჩახვნა-ჩაკეთება რაც აუმჯობესებს მცენარეთა კვების რეჟიმს.
☘️ პლანტაციის გაშენების მეორე წელს უნდა ჩატარდეს დაღუპული, ან მექანიკურად ძლიერ დაზიანებული მცენარეების ახლით შეცვლა იგივე ჯიშებით.
☘️ ფაიჰოა მართალია ინვითარებს კომპაქტურ და შეკრულ ვარჯს, თუმცა მცენარის მერქნის ფაშარი აგებულების გამო ძალზე მტვრევადია. ამდენად მცირეოდენი მექანიკური დაწოლა იწვევს ახალგაზრდა ღერო-ტოტების დაზიანებას. დაზიანება კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება დიდთოვლიანობის შემთხვევებში. ამისათვის 6-7 წლის ასაკამდე მიზანშეწონილია ახალგაზრდა ნარგაობის ვარჯის შეკვრა 3-4 ადგილას რბილი სახვევით. ზრდასრულ პლანტაციებში დიდთოვლიანობის შემთხვევაში აუცილებებლია ნარგაობის თოვლისაგან დაბერტყვა.
☘️ გაზაფხულზე ფეიჰოას შეკრული მცენარეები გაიხსნება, თოვლისა და სხვა ბუნებრივი მიზეზებით დაზიანებული ტოტები სეკატორით ან ხერხით მოიჭრება და მოხდება პლანტაციიდან გატანა.
წყარო:
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"