ნათესარის მოვლა თესლის აღმოცენებამდე იწყება. პირველი მორწყვა უნდა ჩატარდეს დათესვისთანავე და შემდეგ იმ ვარაუდით, რომ ნათესი აღმოცენებამდე ტენიან მდგომარეობაში იყოს. თესლის აღმოცენების შემდეგ მორწყვის ინტენსიობა თანდათან უნდა შემცირდეს, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევარში საერთოდ შეწყდეს.
🎋 ნაკვეთის სარეველებისგან გაწმენდა და ნიადაგის გაფხვიერება ტარდება თვეში ერთხელ, პატარა თოხით ან სპეციალური სამარგვლით.
🎋 თესლნერგების პირველი გამოხშირვა უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც ნათესარის სიმაღლე მიაღწევს 5- სმ, ხოლო როდესაც ნათესარის სიმაღლე მიაწევს 10-სმ, იგი ხელმეორედ უნდა გამოიხშიროს ისე, რომ თესნერგებს შორის მანძილი დარჩეს 2-3 სმ.
🎋 ზაფხულის პერიოდში უნდა ჩატარდეს თესლნერგების ტანზე ამონაყარი ყლორტების შეცლა.
🎋 სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/tutis_sanerge_16_gv.pdf
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"