როგორ გავანოყივროთ ჩაის პლანტაციები

20 აგვისტო, 2020 15:57 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა


🌱 ჩაის პლანტაციაში გამოიყენება ორგანული, ბიოლოგიური და მინერალური სასუქები.

🌱 ორგანული სასუქებიდან რეკომენდებულია ნაკელის ან ტორფნაკელიანი კომპოსტის შეტანა ჰექტარზე ყოველ 4 წელიწადში ჯამში 80-100 ტონა. ჩაის ახალგაზრდა პლანტაციებში (7 წლამდე) შესაძლებელია რიგთაშორისებში პარკოსანი სიდერატების (სოია, ხანჭკოლა) თესვა მისი ნიადაგში ჩაკეთებით.

🌱 მინერალური სასუქებიდან ჩაის პლანტაციაში ფართოდ გამოიყენება აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი და მაგნიუმიანი სასუქები.

🌱 სრულასაკოვან ჩაის პლანტაციაში მინერალური სასუქების დოზებია: N-150-200 კგ/ჰა: P2 O5 -100-150 კგ/ჰა: K2 O-100კგ/ჰა. სუფთა (მოქმედ) ნივთიერებაზე გადაანგარიშებით.

🌱 აზოტიანი სასუქების 60% შეაქვთ გაზაფხულზე (მარტი-აპრილი), 40% - ზაფხულში (ივნისი-ივლისი). ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები შეაქვთ პლანტაციების რიგთაშორისებში ნიადაგის საშემოდგომო-საზამთრო დამუშავების დროს.

🌱 სრული მასლა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%98.pdf


წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ჩაი

ბოლო სიახლეები