როგორ ვებრძოლოთ ვაზის ჭრაქს ბიოვენახში

21 აგვისტო, 2020 20:48 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




🌎 გავრცელება: როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში
☘️🍇 სიმპტომები: აავადებს ფოთოლს, ყვავილედს, ნაყოფს, ყლორტს და ულვაშსაც კი. ჯერ კიდევ მოზარდი ფოთლების ზედა მხარეზე მოყვითალო-მომწვანო ფერის სხვადასხვა ზომის ლაქები ჩნდება, რომლებზეც ქვედა მხარეზე თეთრი ნაფიფქი ვითარდება, ლაქები ნეკროზირდება, ყავისფერდება და ხმება. ყვავილედი იფარება ფიფქით და ცვივა. ყლორტი აღარ იზრდება, ადვილად იმტვრევა და ყინვაგამძლეობას კარგავს, მარცვლები ყავისფერდება, მკვახე ჭკენა, მწიფე მარცვალი კი ლპება და ზედ შეახმება მტევანს.
გამომწვევი: ოომიცეტი სოკო, აქვს ერთუჯრედიანი მიცელიუმი, კონიდიათმტარების დაბოლოებები ჯვრისებურადაა დატოტვილი. ივითარებს ოოსპორებს, რითაც იზამთრებს, ოოსპორებიდან გაზაფხულზე ზოოსპორები გამოდის და ინფექციას ახდენს ბაგეებში შეჭრის გზით.
ხელშემწყობი პირობები: მზიანი და წვიმიანი ამინდების მონაცვლეობა. მშრალ და ქარიან ამინდში იგი იშვიათად ვრცელდება.
კონტროლი: ხშირ წვიმიან ამინდში წამლობა ტარდება ყოველ 6-7 დღეში ერთხელ, მშრალ ამინდში 8-10 დღის ან 2 კვირიანი ინტერვალით 2-3 ფოთლის განვითარებიდან ვეგეტაციის დამთავრებამდე. ადრე გაზაფხულზე რეკომენდებულია „ცისფერი წამლობა“ 3%-იანი ბორდოს ხსნარით. ვეგეტაციის პერიოდში კი 1%-იანი ხსნარით. პრეპარატების გამოყენება, მაგალითად ბლოქი (250-300 მლ/100 ლ წყალზე) იხმარება ყვავილობის წინა პერიოდში, მტევნების ჩამოყალიბების და სიმწიფის დაწყების დროს.

წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ყურძენი

ბოლო სიახლეები