თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საზღვაო ძალების VI ფლოტის მეთაურს უმასპინძლა

8 ივლისი, 2019 19:03 სამხედრო თემა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მზარდი და დინამიური ხდება. აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის საზღვაო ძალების VI ფლოტის მეთაურს, ვიცე-ადმირალ ლიზა ფრანკეტის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრა უწყებათშორისი თანამშრომლობის ფორმატში გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სანაპირო დაცვის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ვიცე-ადმირალს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ნატოში ინტეგრაციის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორია სტუმარს თავდაცვის უწყების ტრანსფორმაციასა და ტოტალურ თავდაცვაზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

აშშ-ის საზღვაო ძალების VI ფლოტის მეთაურთან შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები