ბუდეშური თეთრი - თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში

22 აგვისტო, 2020 22:32 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





ბუდეშური თეთრი - თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიშია.
სინონიმები: ბუდეშური, თეთრი ყურძენი, ბუდეშურის ყურძენი.
🌎 წარმოშობა - ქართლი.
🌎 ძირითადად გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. თავის დროზე გატანილი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირის ღვინის მწარმოებელ რესპუბლიკებში.
🍇🍇 ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა.
🍷🍷 მიიღება სუფრის თეთრი და ჩქრიალა ღვინო. ცალკე დაყრნებული ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, მცირე ექსტრაქტული და მსუბუქი. ჩინურთან ერთად მიიღებოდა სასიამოვნო ცქრიალა ტიპის ღვინო. ჩინურთან და გორულ მწვანესთან სეპაჟით მონაწილეობდა ცნობილი ,,ატენური“ ღვინის შედგენილობაში.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსავა.
🍇🍇 მტევანი საშუალო ზომისაა, განიერკონუსური. არის დატოტვილი და უფორმო მტევნებიც. საშუალოსიკუმსისაა, გვხვდება თხელი და კუმსი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან ოდნავ მოგრძო ფორმის, მწვანე, მზის მხრიდან მოყვითალო ელფერით. თხელკანიანია, რბილობი საშუალოზე მკვრივი, ტკბილი გემოთი.
სავეგეტაციო პერიდი 140-150 დღეს შეადგენს. მტევნის საშუალო წონა 190-200 გრამია. ყურძნის წვენის შაქრიანობა აღწევს 18.5-19.2% - ს, მჟავიანობა 6.5 – 7გ/ლ - ს.
🍇🍇 ჯიში პერსპექტიულია მესხეთის მევენახეობის მიკროზონებისთვის.

წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები